კვირა, 24.11.2024, 07:06
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » ტრენინგი PIN მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში
11:50
ტრენინგი PIN მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში


21 ნოემბერს ფონდი „სოხუმის" სატრენინგო დარბაზში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ტრენინგზე, რომლის თემა იყო „საჯარო კომუნიკაციის ტექნიკა, საზოგადოებრივი შეკრებების ორგანიზება და ჩატარება".

ტრენინგის მონაწილეთაგან შერჩეულმა ჯგუფებმა საერთაშორისო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში" მხარდაჭერით თანატოლებთან თემატური ფილმების ჩვენება და დისკუსიები უნდა ჩაატარონ. პროექტი ამ რეგიონში არსებული ფონდი „სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბაზაზე განხორციელდება.

რა პრობლემები აწუხებთ მათ რეგიონში ახალგაზრდებს, რომელ თემებზე ჯობია  დისკუსიის ჩატარება,  რომელი ფილმები უნდა შეირჩეს ამისათვის.  როგორ მოხდეს შეკრებისათვის მიზნობრივი ჯგუფების, ადგილისა  და დროის შერჩევა;   რას მოიცავს ფასილიტაციის ცნება და რა უნარებს უნდა ფლობდეს დისკუსიების მოდერატორი - მონაწილეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს ამ და სხვა საკითხების ირგვლივ.

მათთვის საინტერესო აღმოჩნდა PIN-ის წარმომადგენელთან შეხვედრაც, რომელმაც მოკლედ მოუთხრო ორგანიზაციის საქმიანობისა და პრიორიტეტების, ახალგაზრდებთან თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" მხარდაჭერით.


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 906 | დაამატა: moderatori | ტეგები: pin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0