შაბათი, 24.08.2019, 01:09
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » ტრენინგი ლიდერთა სკოლისათვის
14:14
ტრენინგი ლიდერთა სკოლისათვის

ლიდერთა სკოლის მონაწილეები მორიგ ტრენინგზე შეიკრიბნენ. მათ უკვე ბევრი რამ იციან და მზად არიან მეტი პრაქტიკული საქმისათვის. ეს ტრენინგიც პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას მიეძღვნა - ახალგაზრდები, ტრადიციულად, აქტიურად უნდა ჩაერთონ 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

კამპანიის დაგეგმვა, მისი მნიშვნელობა და გავლენა საზოგადოებაზე, საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება, ფასილიტაციის უნარ-ჩვევები, მრგვალი მაგიდისა და სხვა ღონისძიებების მომზადება და ჩატარება - ამ და სხვა საკითხებზე მიმდინარეობდა მუშაობა ინტერაქტიული რეჟიმით.

ტრენინგის ბოლოს განისაზღვრა ყოველი მონაწილის როლი და ჩართულობის ხარისხი კამპანიაში. ისინი გეგმავენ მრგვალი მაგიდისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას, ფილმის ჩვენებას და დისკუსიას, ასევე აქციებს პარკებში და ქუჩებში.

„ჩვენ გველის სერიოზული გამოცდა და შევძლებთ კიდეც მიღებული ინფორმაციის გამოყენებას და კონკრეტული ღონისძიებების ორგანიზებას," - აღნიშნეს გოგონებმა.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 614 | დაამატა: admin | ტეგები: KTK | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0