ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივლისი » 25 » ტრენინგი ქალთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე პოლიტიკაში
16:44
ტრენინგი ქალთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე პოლიტიკაში

23 - 25 ივლისს, ქობულეთში, სასტუმრო Green house-ში ფონდმა "სოხუმმა" ჩაატარა სამდღიანი ტრენინგი თემაზე - ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება პოლიტიკაში რეგიონულ დონეზე.

ტრენინგს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის (ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ხობი, წყალტუბო, ზუგდიდი, ბათუმი, ხონი) საკრებულოს დეპუტატი ქალები და ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები ესწრებოდნენ.

პირველ დღეს ფონდი "სოხუმის" მწვრთნელებმა მონაწილეებს გააცნეს მდგომარეობა საქართველოში გენდერული თანასწორობის მიხედვით. გაიმართა მსჯელობა ლიდერობაზე, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

მეორე დღეს ტრენინგს საქართველოს ახალგაზრდრა იურისტთა ასოციაციის  ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა.

მისი ბლოკის თემა იყო - ადგილობრივი თვითმმართველობა - ევროპული ქარტია, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტი.

მესამე დღეს ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ მასმედიასთან მუშაობის პრინციპები გააცნო ქალბატონებს - თუ როგორ მივიპყროთ მასმედიის ყურადღება, რა უნდა ვიცოდეთ  ინტერვიუს მიცემის დროს...

ტრენინგის ოცივეე მონაწილემ აღნიშნა, რომ სამდღიანი მუშაობა იყო ნაყოფიერი და  მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1170 | დაამატა: moderatori | ტეგები: NED | რეიტინგი: 5.0/1

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0