ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის სტრატეგია, პროექტის ცალკეული კომპონენტების მნიშვნელობა და მიღებული შედეგების კავშირი მთავარ მიზანთან - ამ საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი გაიმართა ქობულეთში. მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ფოთის, სენაკის, ხურჩის (ზუგდიდის) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები.
ინტერაქტიულმა და ჯგუფურმა სავარჯიშოებმა, იმიტირებულმა წარმოდგენებმა, დისკუსიებმა საშუალება მისცა მონაწილეებს, სიღრმისეულად ჩაწვდომოდნენ განსახილველ საკითხებს.
ტრენინგის ბოლოს მათ აღნიშნეს:
- თითქოს ყველაფერი ნაცნობი იყო, მაგრამ უკეთ გავიაზრეთ აქტივობები კავშირი პროექტის მთავარ მიზანთან.
- გავაანალიზეთ, რამდენად სწორია ის სტრატეგია, რომელსაც მუშაობისას ვიყენებთ.
-დღეიდან შევძლებთ უფრო ეფექტური გავხადოთ საკუთარი მუშაობა, ამაში ეს ტრენინგი დაგვეხმარა.
მობილიზატორების აზრით, სასურველია, მსგავსი ტიპის ტრენინგები ხშირად გაიმართოს, რათა მათი პროფესიული მომზადების ხარისხი გაიზარდოს, რაც მათ შემდგომ მუშაობაში აისახება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|