კვირა, 24.11.2024, 02:02
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აპრილი » 27 » სიუჟეტი სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაზე - ტელეკომპანია „ეგრისში“
11:27
სიუჟეტი სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაზე - ტელეკომპანია „ეგრისში“

როგორ აფასებენ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები გენდერული საჭიროებების კვლევას, რომელიც მათი უშუალო მონაწილეობით ჩატარდა; რა თემებს მიეძღვნა ფონდი „სოხუმის“ ბრიფინგი ადგილობრივ ჟურნალისტებთან; როგორ ხდება ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა საბჭოს შორის და რამდენად ეხმარებათ ეს საქმიანობაში - ტელეკომპანია „ეგრისის“ სიუჟეტმა მაყურებელს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს „დღის წესრიგი“ კიდევ ერთხელ გააცნო:

„მოხარულნი ვართ, რომ ეს კვლევა ჩატარდა, მან ბევრი პრობლემა თვალსაჩინო გახადა“, - ეს კვლევის მონაწილეების პოზიციაა.

„მადლობა ადგილობრივ მედიას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასთან თანამშრომლობა - ის, რომ მეტი ყურადღება ექცევა გენდერულ საკითხებს“, - ითქვა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.

„სიამოვნებით გავეცანი სენაკის საბჭოს საქმიანობას. შევხვდი კოლეგა-ჟურნალისტებს. ოზურგეთში  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ეგიდით ჟურნალისტები რამდენიმე ადგილობრივი პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ვართ ჩართული - ამით მედიის სოციალური ფუნქციის ხაზგასმა ხდება“, - სენაკში სტუმრად მყოფი ოზურგეთის საბჭოს წევრი, ჟურნალისტი გიორგი სირაძე კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 667 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0