პარასკევი, 29.03.2024, 17:07
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აპრილი » 10 » სიუჟეტი რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში
00:58
სიუჟეტი რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში
 

რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში გასული სიუჟეტი ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს. საბჭოს წევრები მაღალ შეფასებას აძლევენ ტრენინგს, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა:

„ის ძალიან დაგვეხმარა, რომ თვითმმართველობების გენდერული დღის წესრიგის შესაქმნელად აუცილებელ კონცეფციაზე დაგვეწყო მუშაობა“.

„აქამდე გენდერს მხოლოდ ქალთა უფლებების ჭრილში განვიხილავდი. ტრენინგის წყალობით ჩემი თვალსაწიერი ძალიან გაფართოვდა“.

„სხდომებზე განისაზღვრა საბჭოს სტრატეგია და ღონისძიებები. ამით არაერთი ადგილობრივი საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტა გახდება შესაძლებელი“.

„გვინდა აქტიურად ჩავერთოთ მონიტორინგში, რომელიც ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისას სავალდებულო გენდერული სტანდარტების გათვალისწინებას შეუწყობს ხელს“.

„ამ ეტაპზე საბჭოს წევრები აქტიურად ვართ ჩართული კვლევაში და ვხედავთ, რომ გამოიკვეთა უამრავი საკითხი, რომელიც ჩვენს ერთიან ძალისხმევას მოითხოვს“.

 

საბჭოს წევრებთან ინტერვიუები მიუთითებს, რომ მათ ღრმად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა ქალთა მხარდაჭერისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 744 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0