- ბევრი რამ გავიგეთ და გავაცნობიერეთ, არ ვაპირებდი არჩევნებში წასვლას, მაგრამ ამ პროცესს სულ სხვა თვალით შევხედე. ჩემი ერთი ხმა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს, ეს ჩემი მოვალეობაა და ამ მოვალეობას აუცილებლად შევასრულებ.
- უკვე სხვანაირად ვფიქრობ. როცა კანდიდატი მოვა ჩვენთან შეხვედრაზე, აუცილებლად დავუსვამ შეკითხვას - რას ჰპირდება ახალგაზრდობას! არჩევანს მისი პროგრამის მიხედვით გავაკეთებ.
ასეთი მოსაზრებები გაისმა სენაკის ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამართულ დებატებზე, რომელსაც მეთორმეტეკლასელები ესწრებოდნენ. განსახილველი თემა მათთვის საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ისინი წელს პირველად მონაწილეობენ არჩევნებში.
უმრავლესობას არ ჰქონდა ინფორმაცია, რა ვადით ირჩევენ ადგილობრივ მთავრობას, რას ნიშნავს საკრებულო, რა ფუნქციები აქვს და როგორ ხდება მისი დაკომპლექტება. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, ესტუმრონ სენაკის საკრებულოს, რათა ადგილზე გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|