თბილისში, პირველები ბოლნისელები ახალგაზრდები ჩამოვიდნენ... მოგვიანებით მათ ბაქოდან ( აზერბაიჯანი) და გიუმრიდან (სომხეთი) ჩამოსული ახალგაზრდების ჯგუფი შეუერთდა.
დელეგაცია საღამოს რეისზე, ქუთაისისკენ მიმავალი ავტობუსით გამოემგზავრა საერთაშორისო ახალგაზრდულ ტრენინგზე დასასწრებად, რომელიც ფონდი „სოხუმის" ორგანიზებით 30 აპრილიდან ორ მაისამდე ჩატარდა.
ტრენინგის თემა იყო: „ახალგაზრდების როლი კონფლიქტის არაძალადობრივ გადაჭრაში - გზების ძიება და ახალი მიდგომების შემუშავება".
ტრენერები: ალლა გამახარია(ქუთისი), ვაფა სალეხოვა (ბაქო) და სუსანა კაზარიანი (გიუმრი). უნდა აღინიშნოს, რომ ტრენინგზე ძალიან მეგობრული ატმოსფერო სუფევდა. ახალგაზრდები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან (ბოლნისი, ქუთაისი), შეიკრიბნენ იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ, საერთო ძალისხმევით მოეძებნათ გზა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.
ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებმა შეიმუშავეს საერთო მიდგომები სამშვიდობო პროცესების განვითარებისათვის სხვადასხვა მიმართულებით:
- განათლება
- დიალოგი
- კულტურა
- ინფორმირებულობის გაზრდა
- კონტაქტების აღდგენა ინტერნეტით
- საერთაშორისო ურთიერთობები
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |