22 ივლისს, რადიო "ძველი ქალაქის" ეთერით (FM-107.9 დიაპაზონი) ფონდი "სოხუმის" მიერ მომზადებული გადაცემა გავიდა თემით - ქართულ-აფხაზური დიალოგი - საზოგადოების დამოკიდებულება საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ.
გადაცემაში უარყოფითად იქნა შეფასებული ქართულ-აფხაზური დიალოგის შეწყვეტა, რესპონდენტთა აზრით, დიალოგი არის უმთავრესი ბერკეტი კონფლიქტურ მხარეებს შორის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, ნდობის აღსადგენად.
გადაცემაში აღინიშნა, რომ სტრატეგიის სამოქმედო გეგმა იძლევა ახალ და რეალურ შესაძლებლობებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მხრივ.
- თუ მთელი ძალისხმევით წარიმართება მუშაობა სტრატეგიის განხორციელებაზე და აფხაზებს აღვიქვამთ როგორც ჩვენს ხალხს, რომელსაც უნდა დავეხმაროთ, გამოსავალი იპოვონ შექმნილი მდგომარეობიდან, მაშინ ჩვენი სამშვიდობო კურსი გაიმარჯვებს, - აღნიშნა ექსპერტმა ალუ გამახარიამ.
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. |