მთავარი »
2014 » ნოემბერი » 25 » რადიო „თავისუფლების“ ციკლი „გენდერული ამბები“
17:55 რადიო „თავისუფლების“ ციკლი „გენდერული ამბები“ |
|
რადიო „თავისუფლების“ ციკლი „გენდერული ამბები“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას აანონსებს.
გადაცემაში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს საზოგადოების გაერთიანების მნიშვნელობა ქალების დასაცავად. „ეს იქნება განგაშის ზარი მთელი ქვეყნისთვის, რადგან ძალადობა, ყველაზე ხშირად, ხდება ჩვენი უსიტყვო თანხმობით“.
საუბარი შეეხო გენდერის მედიაცენტრებს, რომლებიც საქართველოს 8 ქალაქში გაიხსნა. როგორც აღინიშნა, ფონდი „სოხუმი“ აქტიურად ითანამშრომლებს ცენტრებთან: „ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს კომუნიკაციას ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ხელს შეუწყობს გენდერული ცნობიერების ამაღლებას“. გადაცემაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის თანახმად გაიზარდა ძალადობის მსხვერპლთა სასამართლოში მიმართვიანობა. „ზოგჯერ განქორწინებაც არ არის გამოსავალი. ყოფილი მეუღლის მხრიდან მუქარა და აგრესია ხშირად ამის შემდეგაც გრძელდება. ძალადობის მსხვერპლის დაცვა, პირველ რიგში, სახელმწიფოს ვალდებულებაა“.
Donwload>>>
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: რადიოგადაცემები |
ნანახია: 677 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |