აპრილში ქუთაისში ჩატარდა 8 ჯგუფური და ორი ინდივიდუალური (პრობლემები - მოძალადისგან თავის დაცვა და მოზარდის დეპრესია) შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრებს ესწრებოდა 87 ქალბატონი 19-დან 60 წლამდე.
3 ჯგუფური შეხვედრა და კონსულტაცია გაიმართა სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის (ზუგდიდის რაიონი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 28-დან 60 წლამდე ასაკის 45 ქალბატონის მონაწილეობით.
თითქმის ყველა შეხვედრაზე დაისვა ფულის ხარჯვასთან დაკავშირებული საოჯახო კონფლიქტების საკითხი: „არ მენდობა“, „მეჩხუბება, ფული რაში დახარჯეო“, „ყაირათიანი ქალი არ ხარო“ და ა.შ.
ადრე პატივსაცემ ოჯახებში არსებობდა წიგნი, სადაც საღამოობით შეჰქონდათ საოჯახო ხარჯები. ძველი ხერხი დღესაც აქტუალურია - ეს დააწყნარებს ნერვებს, არ იქნება კონფლიქტები, გაიზრდება ნდობა, ყველას ექნება რეალური ინფორმაცია შემოსავალსა და გასავალზე, რაც ხელს შუწყობს ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|