ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგი ქუთაისში, კოტეჯებში ჩასახლებულ დევნილებს ესტუმრა.
საუბარი დაიწყო ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაზე საუბრით. მონაწილეები გაეცნენ საინფორმაციო ფურცლებს. მიიღეს კალენდრები, პოსტერები.
მეორე ნაწილი საკუთარი პრობლემების განხილვას მიეძღვნა, დევნილები უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, არა აქვთ სამუშაო. მიაჩნიათ, რომ აღნიშნული შეხვედრა მათთვის ერთგვარი ფსიქორეაბილიტაციაა. |