ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:18
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 21 » ფსიქოლოგის კონსულტაციები ძალადობის სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტების თემაზე
17:26
ფსიქოლოგის კონსულტაციები ძალადობის სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტების თემაზე

4, 10, და 20 ნოემბერს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია წყალტუბოში, ხონსა და ფოთში. დამსწრეთა რაოდენობა შეადგენდა 29-ს.

ხონში შეხვედრა შედგა ფონდის ადგილობრივი იურისტის სოფიო გრძელიშვილის საადვოკატო ოფისში, სადაც გარდა ბენეფიციარებისა, იმყოფებოდნენ ადვოკატები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თემა ეხებოდა ძალადობასა და მის სოციალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს.

ფოთსა და წყალტუბოში, გარდა ოჯახში ძალადობის საკითხების განხილვისა, საუბარი გაიმართა გეგმიურ თემახე: „ბრაზი და მისი მართვის ტექნიკა“.

19 და 20 ნოემბერს, ქუთაისის და გეგუთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ მხარდაჭერით ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ჩაატარა 2-2 საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრა ოჯახში ძალადობის თემაზე. მსჯავრდებულები ინტერაქტიულობით გამოირჩეოდნენ, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა მენტალობით განპირობებული როლები და სტერეოტიპები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 720 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 40
სტუმარი: 40
მომხმარებელი: 0