ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:22
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აპრილი » 15 » მშობლები და შვილები, ურთიერთობები, წინააღმდეგობები - ვორკშოპები სხვადასხვა თაობასთან
12:16
მშობლები და შვილები, ურთიერთობები, წინააღმდეგობები - ვორკშოპები სხვადასხვა თაობასთან

ქუთაისში, სენაკში, წყალტუბოში სამი ვორკშოპი ჩატარდა ახალგაზრდებთან, განსახილველი თემა იყო მშობლები და შვილები. რა ფაქტორები განაპირობებს კონფლიქტს თაობებს შორის, რატომ ვერ ახერხებენ წინააღმდეგობის დაძლევას დედები და შვილები, როდის ჩნდება გაუცხოების პირველი ნაპერწკალი – ამ საკითხების ირგვლივ საინტერესო დისკუსიები გაიმართა.

შვილების თაობა მიიჩნევს, რომ მშობლებს ხშირად არ ესმით საკუთარი შვილების. ავიწყდებათ, რომ დროსთან ერთად იცვლება შეხედულებები, ამიტომ ვერ ეგუებიან, რომ მათი აზროვნება შეიძლება განსხვავებული იყოს. სწორედ ამ ნიადაგზე იწყება დაპირისპირება.

 

ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოში იგივე თემაზე ჩატარდა ვორკშოპები ქალებთან. დედების აზრით, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, შვილი დედისთვის ნებისმიერ ასაკში პატარაა, მასზე ზრუნვას არ წყვეტს, მის საქმეებში ერევა, დამოუკიდებლობის საშუალებას არ აძლევს,  რასაც შვილები საპირისპიროდ აღიქვამენ.  აქედან იწყება გაუცხოება.

 

ვორკშოპების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები, როგორ შეიძლება ვმართოთ კონფლიქტები, რა  უნდა გაკეთდეს ერთმანეთთან კომუნიკაციის  აღსადგენად და ჰარმონიული ურთიერთობებისათვის დედებსა და შვილებს შორის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 866 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0