ოთხშაბათი, 24.04.2024, 20:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 9 » მრგვალი მაგიდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში
19:35
მრგვალი მაგიდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

9 დეკემბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო რეფერალური მექანიზმების პრინციპები და შესაძლებლობები”. შეხვედრას  ადგილობრივი თვითმმართველობის, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, პედაგოგები და დევნილი ქალბატონები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გამოიკვეთა არჩეული თემის  აქტუალობა.  დაფიქსირდა კანონის არსებობის აუცილებლობა, რომელზე დაყრდნობითაც ადგილობრივ თვითმმართველობას შესაძლებლობა ექნება, დაეხმაროს მსხვერპლს.

  მრგვალი მაგიდის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ მუნიციპალური პროგრამების არსებობის აუცილებლობას მსხვერპლთა დასახმარებლად,  ასევე კვლევების ჩატარებას ძალადობრივი ფონის გასარკვევად.

„სოციალური სამსახურები, სანამ ვინმე არ მიმართავს, არ რეაგირებენ. მათგან მხოლოდ კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ უნდა იმუშაონ პრევენციის კუთხით”.

"სოციალურმა მუშაკმა, რომელიც მოზარდებთან მუშაობს უნდა ითანამშრომლოს სკოლასთან.  მხოლოდ ინფორმაციის გაცვლით, კოორდინირებული ქმედებითაა შესაძლებელი პრობლემის მოგვარება”.

„საჭიროდ მივიჩნევთ ისეთი ცენტრების შექმნას, სადაც ოჯახის წევრებს შეუძლიათ კვალიფიციური კონსულტაციების მიღება".

მრგვალი მაგიდა არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის კუთხით, არამედ კომპეტენტური მოსაზრებებით იყო მნიშვნელოვანი და აშკარად ჩანდა  მონაწილეთა განწყობა -  უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა პრობლემის მოგვარებაში.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 820 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0