შაბათი, 20.04.2024, 04:26
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აპრილი » 4 » ხონი - ვორკშოპი „ქალები, გენდერი, მშვიდობა და ადამიანური უსაფრთხოება“
14:21
ხონი - ვორკშოპი „ქალები, გენდერი, მშვიდობა და ადამიანური უსაფრთხოება“

 

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მორიგი ვორკშოპი ჩატარდა. დევნილი და ადგილობრივი ქალების გარდა შეხვედრისადმი ინტერესი ვაჟებმაც გამოხატეს და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში.  

შეხვედრაზე გამოიკვეთა ადამიანური უსაფრთხოების პრობლემური სფეროები.

„ტოტალური უმუშევრობის პირობებში ბევრი შენატრის იმ ქალებს, რომელთაც სამსახური აქვთ, მაგრამ მათ, ხშირად, საკუთარი პრობლემები აქვთ: არანორმირებული სამუშაო დღე, შრომის უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების უქონლობა, მამაკაცებთან შედარებით დაბალი ანაზღაურება, ნისიაზე  „ჩასაფრებული“  შემმოწმებლები“.

დასახელდა წინაღობები, რომლებიც სამსახურის მაძიებელ ქალებს ხვდებათ: დამსაქმებელს „არ აწყობს“ დაოჯახებული თანამშრომელი, არაოფიციალურად  და ოფიციალურად - არსებობს ასაკობრივი ცენზი“.

ქალებმა ერთმანეთს საკუთარი დაკვირვებები გაუზიარეს.

ვორკშოპის მეორე ბლოკი შეეხო ქალთა სამშვიდობო პოტენციალს, საერთაშორისო გამოცდილებას. მონაწილეთა ნაწილი წინასწარ გაეცნო კრებულს „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“. ისინი თავიანთ ემოციებს გვიზიარებენ:

„ვერ გამოვდივარ იმ შთაბეჭდილებიდან, რაც  არგენტინის  მაიას მოედნის მამაცმა დედებმა და ბებიებმა მოახდინეს ჩემზე“.

„გასაკვირია, რატომ არ ხვდება ყურადღების ცენტრში ქალების სამშვიდობო ღვაწლი. შუქდება ყველაფერი - მათი პირადი ცხოვრება, კარიერა, მაგრამ არა სამშვიდობო მოღვაწეობა. ძალიან საინტერესო ისტორიებს გავეცანით კრებულში“.

„ვეცდები, ყველა ახლობელს  გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილება“.

ღონისძიება გააშუქეს რეგიონალურმა ტელევიზიებმა - „რიონმა“ და „მეგა ტვ“-მ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 789 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0