ფონდი "სოხუმის” მიერ დაგეგმილი კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა შეხვედრამ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ბატონ გიორგი შავგულიძესთან საკმაოდ საინტერესო სურათი დახატა იმის თაობაზე, რა სიტუაციაა პარტიებში, საზოგადოებაში ქალის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით.
"მე შევსწრებივარ სიტუაციას პარლამენტის მისაღებში, სადაც მოქალაქეები ეწერებიან მიღებაზე პარლამენტარებთან, რეკავენ მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი ყველაზე მეტად ქალებთან რეკავენ. მათი იმედი უფრო აქვთ”...
"ადამიანის თვალს, ფსიქიკას ყველაზე უფრო ერთფეროვნება ღლის. ერთფეროვნება პოლიტიკაში გენდერული სურათის თვალსაზრისით ასევე მომაბეზრებელია...”
"ქალთა წარმომადგენლობის ზრდა პოლიტიკაში მამაკაცებზე ბევრად არის დამოკიდებული. პირველ რიგში მათ უნდა გააცნობიერონ ამის აუცილებლობა. აუცილებლობა იმისა რომ ეს ქვეყანას სჭირდება...” ქრისტიან დემოკრატები ამას საქმით ამტკიცებენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მათ მიერ წარდგენილი კანდიდატურა ინგა გრიგოლიაა.
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. |