კვირა, 24.11.2024, 00:31
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » მაისი » 10 » კონფლიქტური რეგიონების წარმომადგენელი ქალების შეხვედრა მონტენეგროში
18:47
კონფლიქტური რეგიონების წარმომადგენელი ქალების შეხვედრა მონტენეგროში

6-8 მაისს, შევედეთის  ქალთა ორგანიზაციამ Kvinna till Kvinna მოაწყო კონფერენცია თემაზე

ცვლილებების მიღწევამონტენეგროში, ბალკანეთის ქალთა ორგანიზაციების წარმომადგელებისთვის, სადაც ასევე მოწვეულები იყვნენ ქალები ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ კავკასიიდან და ლიბერიიდან.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბალკანეთის და მსოფლიო ქალთა მოძრაობების წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვა, ახალი კონტაქტების დამყარება და დაგროვილი გამოცდილების გაზიარება. საუბარი ასევე  შეეხო ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების ახალი თაობისთვის შესაძლებლობების გაზრდას.

ლიბერიის ელჩმა სამხრეთ აფრიკაში, ლოუს ბრუტუსმა, შთამბეჭდავი მოხსენება გააკეთა ლიბერიის ქალთა მოძრაობაში მისი გამოცდილების შესახებ და მონაწილეებს გააცნო მათ მიერ გამოყენებული სტრატეგიები პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად.

საინტერესო დისკუსიები გაიმართა ქალთა მოძრაობების მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის გამოყენების შესახებ. კონფერენციის ბევრმა მონაწილემ იმედგაცრუება გამოხატა რეზოლუციის პრაქტიკაში არასათანადოდ განხორცილების გამო.  სანამ ანდერლინიმ, გაეროს ექსპერტმა ირანიდან, უპასუხა მონაწილეების მხრიდან ყველა დასმულ შეკითხვას. იგი შეეცდება ყველა შენიშვნა წარადგინოს  რეზოლუციის მიღების ათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბერში.  

კონფერენციის დასასრულს, Kvinna till Kvinna- გენერალურმა მდივანმა ლენა იაგმა შეაჯამა ჩატარებული სამუშაო.  

კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 1044 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 60
სტუმარი: 60
მომხმარებელი: 0