|
2009 წლის დეკემბერში, საშინელი ომის შემდეგ, რომლის შედეგადაც წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა ნებისმიერი ურთიერთობა საქართველოსა და რუსუთს შორის, თბილისში მშვიდობისმყოფელთა პირველ შეხვედრაზე შეიკრიბა ოცი ქართველი და რუსი ქალი.
ჩვენს შორის იყვნენ მასწავლებლები, ჟურნალისტები, ინჟინრები, ექიმები - ისინი ვისაც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არსებობის დროს ინტელიგენციას უწოდებდნენ. თავდაპირველად დიალოგის დაწყება რთული იყო, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ საერთო ენის გამონახვა. ასე დაიბადა, "საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსი". პროექტში ჩართულია ქალთა თოთხმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და ექვსი ჟურნალისტი რუსეთიდან და საქართველოდან. შექმნილია ინტერნეტ-ბლოგი "საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა დიალოგი". გამოფენა "ომის აპოთეოზი" ჩვენი პირველი პირმშოა, ამ გამოფენის ავტორი ვიქტორია ივლევა კი - ერთ-ერთი ჩვენგანი.
ვიქტორია ივლევა დაიბადა ლენინგრადში. 1983 წელს დაამთვარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი. ამჟამად "Новая газета" - ს სპეციალური კორესპონდენტი. მისი ფოტოები გამოქვეყნდა ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა New York Times Magazine, Stern, Express, Sunday Times, Independent, Die Zeit, Focus, Marie-Claire\ 1988 წელს პარიზში გამოიცა ფოტოგრაფის ალბომი "Temps present de la Russie" 1989 წელს ალბომი გამოიცა ა.შ.შ - ში. 1991 წელს ვიქტორია ივლევას (მსოფლიოში ერთადერთი ჟურნალისტის, რომელიც შევიდა ჩერნობილის ატომური ელექტრო-სადგურის მე-4 რეაქტორში) ფოტორეპორტაჟმა დაიმსახურა ფოტოჟურნალისტიკის სფეროს უდიდიდესი მსოფლიო კონკურსის "WorldPressPhoto" პრიზი "ოქროს თვალი". 1992 წელს საფრანგეთში პერპინიანის ფოტო-ფესტივალის საპატიო სტუმარი. 1994 წელს იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან იყო ერთადერთი რეპორტიორი, რომელიც იმყოფებოდა რუანდის ომში\ 2003-2005 წლებში, როგორც ფოტოგრაფი, მონაწილეობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიებში,
აფრიკის ტერიტორიაზე. 2007 წელს გახდა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი სერიისათვის "საბჭოთა კავშირი - პროდუქტი ნგრევის შემდეგ", რომელიც ეძღვნედობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ცხოვრებას. 2008 წელს მიიღო ფონდების "Die Zeit" (გერმანია) და Frit Ort (ნორვეგია) პრემია "აღმოსავლეთ ევროპის თავისუფალი პრესა".
გამოფენა "ომის აპოთეოზი" შედგება 42 ფოტოსაგან, რომლებიც ეძღვნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულებს. პირველად ეს გამოფენა გაიმართა მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, შემდეგ კი - რუსეთის რვა ქალაქსა და კიევში. ექსპოზიციაში ჩართულია 1992-2005 წლების ფოტოები.
გამოფენის ორგანიზებით დაკავებული იყვნენ ალიანს "მშვიდობისმყოფელი ქალები" - ის წევრები - ქართულ-აფხაზური კავშირი "პირისპირ" (საქართველო), კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი" (საქართველო), რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დონის ქალები" (რუსეთი), საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ფონდ "ტასო" - ს და როზა ლუქსემბურგის სახელობის მხარდაჭერით. |