ქუთაისში, სასტუმრო „ტირიფებში" გამართულ გაერთიანებული მრგვალი მაგიდის სხდომაზე ფონდმა „სოხუმმა" ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა.
ათამდე მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტი: სამშვიდობო საქმიანობა, ქალთა მხარდაჭერა, ახალგაზრდებთან მუშაობა, დევნილთა უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაცია, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები, ამომრჩეველ ქალთა კლუბი, თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან, საინფორმაციო სექტორი, - ამ და სხვა მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს ფონდის ხელმძღვანელებმა, პროექტის კოორდინატორებმა, ასისტენტებმა, მოხალისე ლიდერებმა.
შემაჯამებელი ანგრიშებით ფონდმა „სოხუმმა" ერთწლიანი მუშაობა დაასრულა. საახალწლო არდადეგები 2011 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.