კვირა, 24.11.2024, 01:47
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აპრილი » 24 » ჩვენ კიდევ უფრო დავინტერესდით გენდერული საბჭოს მუშაობით,- აღნიშნავენ სენაკელი ჟურნალისტები
15:22
ჩვენ კიდევ უფრო დავინტერესდით გენდერული საბჭოს მუშაობით,- აღნიშნავენ სენაკელი ჟურნალისტები

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა მადლობით დაიწყო - მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის - რადგან უკვე ტრადიციად იქცა ტელესიუჟეტებისა და სტატიების მომზადება სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შესახებ და მეტი ყურადღება გენდერული თემების მიმართ.

ამჯერად საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საბჭოს სხდომაზე დასწრების სურვილი გაუჩნდათ, რათა მოესმინათ მათთვის, ვინც ჩაატარა კვლევა სენაკის გენდერული საჭიროებების შეფასების მიზნით.

შეხვედრა საინტერესო გამოდგა იმითაც, რომ მასში მონაწილეობა მიიღო ჟურნალისტმა გიორგი სირაძემ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალურ და ადგილობრივ მედიასთან და ამასთანავე არის ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

გაჩნდა ინიციატივა, გაიმართოს ჟურნალისტების გაცვლითი შეხვედრები, რომ მათ შეძლონ ერთმანეთისთვის პროფესიული და გენდერული გამოცდილების გაზიარება.

-ჩვენ კიდევ უფრო დავინტერესდით გენდერული საბჭოს მუშაობით, - აღნიშნეს სენაკელმა ჟურნალისტებმა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 688 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 36
სტუმარი: 36
მომხმარებელი: 0