მთავარი »
2014 » აპრილი » 26 » ბიუჯეტის გენდერული ანალიზის ინსტრუმენტები - ტრენინგი ბათუმში
12:00 ბიუჯეტის გენდერული ანალიზის ინსტრუმენტები - ტრენინგი ბათუმში |
|
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისა და აქტივისტებისათვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი, რომელიც გენდერულ ბიუჯეტირებას, ბიუჯეტის გენდერული ანალიზის ინსტრუმენტებს დაეთმო.
რა არის და რა არ არის გენდერული ბიუჯეტი; რა უპირატესობა აქვს პროგრამულ ბიუჯეტს; როგორ უნდა მოხერხდეს ადგილობრივი ბიუჯეტის თანაბარი და სამართლიანი განაწილება და რა უნარებს უნდა ვფლობდეთ, რათა განვახორციელოთ ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგი და ანალიზი.
ტრენინგის მონაწილეებმა - მათივე შეფასებით - ძალიან საინტერესო, დატვირთული, ინტერაქტიური ფორმატით იმუშავეს აღნიშნულ საკითხებზე. ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები საფუძვლად დაედება პროექტის მომდევნო ეტაპზე ჩასატარებელ სამუშაოს ბათუმის ბიუჯეტის გენდერული ანალიზის კუთხით.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 819 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |