მთავარი »
2014 » აპრილი » 11 » „ბათუმი წინ წავიდა გენდერული პერსპექტივების დამკვიდრების თვალსაზრისით“
00:39 „ბათუმი წინ წავიდა გენდერული პერსპექტივების დამკვიდრების თვალსაზრისით“ |
|
ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე საუბარი, ძირითადად, საბჭოს წევრების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის საბოლოო შედეგებს შეეხო. აქტიური დისკუსიების შემდეგ შემუშავდა წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც წარედგინება საკრებულოს, რათა ადგილობრივ ბიუჯეტში მაქსიმალურად აისახოს კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებები.
სხდომაზე საკრებულოს გენდერული მრჩევლის ინფორმაციაც იქნა მოსმენილი: „კოლეგებთან შეხვედრებისას აშკარად იკვეთება, რომ ბათუმი ძალიან წავიდა წინ გენდერული პერსპექტივების დამკვიდრების თვალსაზრისით და ეს ძალიან მახარებს. ინტერესით გავეცანი კვლევას და და დავინახე თანამშრომლობის მიმართულებები. ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს რესურსი ბევრი წარმოჩენილი პრობლემის გადასაჭრელად“.
საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ საკითხებზეც, რომელთა სხვადასხვა დონეზე ადვოკატირება საჭიროდ მიაჩნიათ და მათი მოგვარების სტრატეგიაც დასახეს.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 695 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |