ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:02
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აპრილი » 29 » ბაგა-ბაღის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაცია - ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე
13:50
ბაგა-ბაღის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაცია - ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეხუთე, რიგგარეშე სხდომაზე შედგა იმ ბაგა-ბაღის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაცია, რომლის მშენებლობაც იგეგმება ავტოქარხანაში, დადიანის ქუჩაზე. 

პროექტის ავტორმა  მიხეილ ჟორჟოლიანმა აღნიშნა:

- ბაგა-ბაღი გათვლილია 150 ბავშვზე. მსურდა პატარებისთვის ზღაპრული კოშკისმაგვარი პროექტი შემემუშავებინა. სამწუხაროდ, მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა ამის საშუალებას არ იძლევა, თან სტანდარტები გვზღუდავს. გენდერულ ასპექტებს რაც შეეხება, სველი წერტილები გოგონებისთვის და ბიჭუნებისთვის მოაზრებულია ცალ-ცალკე. საჭიროა გათბობის უზრუნველყოფა, არ არის გათვალისწინებული პანდუსები.

პრეზენტაციაზე გაირკვა, რომ არსებობს ბაგა-ბაღის ვიზუალური კორექტირების საშუალება.

სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება: საბჭომ მიმართოს ქუთაისის მერს თხოვნით, 500000 ლარით გაზარდოს ბაგა-ბაღის მშენებლობის ბიუჯეტი, რათა ბაგა-ბაღში ყველაფერი იყოს ბავშვების კომფორტისთვის (გათბობა, გარდერობთა საკმარისი რაოდენობა, პანდუსები...), აგრეთვე ეზოს კეთილმოწყობაში გათვალისწინებულ იქნას გოგონათა ინტერესები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 723 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0