მთავარი »
2010 » დეკემბერი » 7 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი წყალტუბოში
01:15 ამომრჩეველ ქალთა კლუბი წყალტუბოში |
|
შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა ისაუბრეს ამომრჩეველ ქალთა ლიგის მიერ გამოვლენილ პრობლემებზე და მათი მოგვარების აუცილებლობაზე.
მონაწილეთა აზრით მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ფონდი „სოხუმის" იურისტები აქტიურად ჩაერთვნენ ლიგის მუშაობაში და ამუშავებენ დეკრეტულ შვებულებისა და უფასო მშობიარობის საკითხებს შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
გარდა ზემოთხსენებული ორი პრობლემისა, წყალტუბოში, ადგილობრივ დონეზე გადასაჭრელი მთელი რიგი პრობლემები დასახელდა. მათ შორისაა უფასო მგზავრობა სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის, მუნიციპალური ბაღებისა და საავადმყოფოების აღდგენა.
კლუბის წევრებმა გამოხატეს ინიციატივა, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით მოამზადონ წერილი და წარუდგინონ ადგილობრივ მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად. |
|
კატეგორია: კლუბები |
ნანახია: 941 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |