მთავარი »
2014 » აპრილი » 1 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ქუთაისში
13:03 ამომრჩეველ ქალთა კლუბი ქუთაისში |
|
კლუბზე შეკრებილებს იურისტმა თამარ ფაჩულიამ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააცნო. ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
საკრებულოს წევრმა გიორგი შავგულიძემ საარჩევნო უბანში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის მოსახერხებელი შესასვლელების აუცილებლობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ დაახლოებით 50 უბანზე გაკეთდება პანდუსები, რისთვისაც თანხა უკვე გამოყო საკრებულომ.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაისვა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა. ამასთან დაკავშირებით კლუბის წევრებმა ჩაატარეს გამოკითხვა, რის საფუძველზეც დაიწერა განცხადება ქუთაისის მერიაში, რომ ქალაქში ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობდეს როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: კლუბები |
ნანახია: 671 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |