შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კლუბში
ადვოკატირების, საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის სამუშაო
ჯგუფების შექმნა.
კლუბზე ისევ გამახვილდა ყურადღება ქალაქში არსებულ
პრობლემებზე (ტრანსპორტის განრიგის მოუწესრიგებლობა,წყლის გადასახადების არასწორი დარიცხვა,
მოსწავლეებისათვის სატრანსპორტო შეღავათების დაწესების საკითხი).
„სასიხარულოა, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის
საქმიანობა გრძელდება. ის ხელს შეუწყობს ქალთა შორის ინფორმირებულობის ზრდას, ადვოკატირების
თვალსაზრისით კლუბის გააქტიურებას. ქალბატონებმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა
შეიტანონ თავიანთი ქალაქისა თუ დასახლების პრობლემების მოგვარებაში,"-აღნიშნა
კლუბის შეხვედრაზე თეონა გოგიშვილმა (სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოების რეგიონული კოორდინატორი).