ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ერთმანეთსძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი მსოფლიო კამპანიის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
კლუბის დევნილმა და ადგილობრივმა ქალბატონებმა საერთო პრობლემებზე ისაუბრეს - მწვავედ დაისვა ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალურ სფეროში არსებული პრობლემები. მიიჩნევენ, რომ უნდა გამარტივდეს გაშვილების პროცეს., დაბალი დემოგრაფიული მაჩვნებლის გასაზრდელად, ქალები უფასო მშობიარობისა და ერთწლიანი ფასიანი დეკრეტულიშვებულების დაწესებას მოითხოვენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)