მთავარი »
2011 » დეკემბერი » 2 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ხობში
22:42 ამომრჩეველ ქალთა კლუბი ხობში |
|
კლუბის შეხვედრაზე აქცენტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიაზე გაკეთდა.
შეხვედრის მონაწილე ქალბატონებმა ადგილობრივ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ყველაზე აქტუალური მაინც ოჯახში ძალადობის პრობლემაა. ქალბატონმა მანანა შულაიამ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობას მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და განათლების დაბალი დონე იწვევს, ქალთა უმრავლესობა საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებს.
აღნიშნული პრობლემების გადაჭრას ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მედიასა თუ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით აპირებს.
დასასრულს ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელმა მირანდა გვანცელაძემ ლიდერი ქალების მონაცემთა ბაზის შექმნაზე ისაუბრა. |
|
კატეგორია: კლუბები |
ნანახია: 868 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |