კვირა, 24.11.2024, 01:31
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 6 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ხობში
09:57
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ხობში

კლუბის წევრებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია 16 დღიანი მსოფლიო კამპანიის შესახებ, ქალბატონებმა 25 ნოემბერს ჩატარებული აქციის შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა. მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი კამპანიები არის პროტესტი ყოველგვარი ძალადობის მიმართ კლუბმა დღის მთავარ თემად ოჯახური ძალადობა აირჩია, დისკუსიაც სწორედ ამის ირგვლივ გაიმართა. მანანა შულაიამ ოჯახური ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე ისაუბრა. ქალებმა აღნიშნეს, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად პრევენციული ღონისძიებებია გასატარებელი.

გარდა ოჯახური ძალადობისა კლუბზე სხვა პრობლემებიც დაისვა: ფასიანი მშობიარობა და უფასო დეკრეტული შვებულებები. ქალბატონები მიიჩნევენ, რომ გამარტივებას საჭიროებს გაშვილების პროგრამაც. აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით საჭიროა ხელმოწერების შეგროვება, წერილი ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა გარკვეული ცვლილებები იქნას შეტანილი საკანონმდებლო სისტემაში.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1067 | დაამატა: moderatori | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0