შეხვედრას ამომრჩეველ ქალთა კლუბის ბათუმელი და ქობულეთელი წევრები
ესწრებოდნენ. მოწვეული იყო ქობულეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი,
ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ქალბატონი ლამარა ქათამაძე. მან აღნიშნა, რომ ფონდი
„სოხუმის" მუშაობას კარგად იცნობს, ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობა დადებითად შეაფასა
და თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.
კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა შესრულებული სამუშაოების
მოკლე ანგარიში წარმოადგინა (ჯგუფმა ქობულეთის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ერთ-ერთი ბაგა-ბაღის გათბობის საკითხი დასვა. პრობლემა
დროულად მოგვარდა).
ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი აჭარაში ჩასახლებული აფხაზეთიდან
დევნილების პრობლემების შესწავლასა და ადვოკატირებას გეგმავს.