სენაკში ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა თავიანთი აქტივისტების ძალებით ფაქტობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით შეძლეს საინფორმაციო აქციის ჩატარება.
სკოლები, ცენტრალური ბაზარი, ცენტრალური ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია - ამ ადგილებში მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიის შესახებ, გაეცნენ მის თემას და სლოგანებს. დარიგდა მასალები მოწოდებით „ერთად - ძალადობის წინააღმდეგ! ძალადობა ბოროტებაა!" |