მთავარი »
2011 » დეკემბერი » 10 » აქცია კამპანიის ბოლო დღეს
11:39 აქცია კამპანიის ბოლო დღეს |
|
16-დღიანი კამპანიის ბოლო დღეს ქუთაისში დაგეგმილი
იყო ველოსიპედისტების აქცია. უამინდობის
გამო აქციამ სასურველი მასშტაბი ვერ მიიღო, თუმცა დავით აღმაშენებლის ქუჩაზე
შეკრებილებმა (ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებმა და მათმა მხარდამჭერებმა) გამვლელთა
ყურადღება მიიპყრეს სლოგანებით და თავიანთი დამოკიდებულებაც გამოხატეს ტელეკომპანია
„რიონისათვის" მიცემულ ინტერვიუებში.
10 დეკემბერი - ადამიანთა უფლებების საერთაშორისო
დღე და კამპანიის ბოლო დღეა.
ფონდმა „სოხუმმა" კამპანიის დროს ჩატარებული 130-ზე
მეტი ღონისძიებით ათასობით ადამიანს შეახსენა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა
ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევაა და მას ერთიანი ძალისხმევით უნდა
დავუპირისპირდეთ.
|
|
კატეგორია: აქციები |
ნანახია: 1061 |
დაამატა: moderatori
| რეიტინგი: 0.0/0 |