ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ცენტრის ლიდერები ხონში შეიკრიბნენ. ქსელური შეხვედრები მცოცავი გრაფიკით ყველა ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება, რაც საშუალებას მისცემს მათ, სხვა ცენტრების მუშაობას ადგილზე გაეცნონ და ერთობლივად შეიმუშაონ ეფექტური სამუშაო გეგმა.
ხონში შეკრებილებმა მარტში შესრულებული მუშაობა შეაფასეს, ისაუბრეს პრობლემებზე და შედეგებზე. აღინიშნა, რომ დებატები საინტერესოდ მიდის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან მეტი აქტივობაა საჭირო. გაჩნდა იდეები, რომლებიც აპრილის გეგმაში აისახა.
კვლევები, ვორკშოპები, საინფორმაციო შეხვედრები სკოლებსა და ინსტიტუტებში – ასეთია სამომავლო გეგმები.
ცენტრის ლიდერების მორიგი შეხვედრა სენაკის ახალგაზრდულ ცენტრში დაიგეგმა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|