6 შეხვედრა ჩატარდა ნოემბერში ქუთაისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან. ბოლო პერიოდში ოჯახური ძალადობის მომატებასთან დაკავშირებით იურისტის მთავარი თემა იყო „საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ და მასში შესული ცვლილებები.
ამ შეხვედრების მთავარი მიზანია საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. კანონში შესული ცვლილებების თანახმად მოძალადე ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთი წლის ვადით.
შეხვედრებს ესწრებოდა 59 მოქალაქე. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|