თემაზე - მშვიდობა ოჯახში - საუბრისას ქალებმა პრობლემური ოჯახები გაიხსენეს - სოციალურად დაუცველები, ნაკლები შემოსავლის მქონე, არასრული (როცა ერთი ან ორივე მშობელი საზღვარგარეთაა წასული სამუშაოდ)...
როცა ვხედავთ ოჯახებს, სადაც მუდმივად სკანდალი და შფოთია, გვინდა ვთქვათ: - ეს იმის ბრალია, რომ ერთმანეთის ფსიქოლოგიური თავისებურებები არ იციან. ოჯახში ყველას თავისი მისია აქვს, მაგრამ ისინი ერთმანეთს უნდა ავსებდნენ, ისე უხდებოდნენ ერთმანეთს, როგორც ბოქლომი გასაღებს.
მამაკაცისთვის ოჯახური კავშირი - არის თანამშრომლობა, თანადგომა, სირთულეების ერთად გამკლავება. ქალისთვის - ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები და ყურადღებაა.
უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარული ხეა, რომელიც დიდხანს და ნელა იზრდება ნაყოფიერ ნიადაგზე.
სექტებერში ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა და ერთი ინდივიდუალური კონსულტაცია.
შეხვედრებს ესწრებოდა 20-დან 63 წლამდე ასაკის 68 ქალი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|