სამშაბათი, 19.03.2024, 10:33
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 21

სენაკში არავის უკვირს ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით ჩატარებული აქციები.

ამჯერად ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებმა აქცია მიუძღვნეს მშვიდობის საერთაშორისო დღეს - 21 სექტემბერს.

აქციას შეუერთდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვის მხარს უჭერენ ფონდი „სოხუმის“ ინიციატივებს.

აქციის ბოლოს მონაწილეებმა ფრანი გაუშვეს - როგორც მშვიდობის სიმბოლო. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 764 | დაამატა: admin | თარიღი: 21.09.2014

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა - გაეროს გააწყვეტილებით, ეს დღე 1982 წლიდან აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, აქციები გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ყველა ცენტრში, მათ შორის - ხურჩასა და ხონში. აქციაში მონაწილეობა მიიღეს აქტივისტებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ,  ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აქციის ბოლოს მონაწილეებმა გაუშვეს მშვიდობის სიმბოლო - ფრანი.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot r die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 772 | დაამატა: admin | თარიღი: 21.09.2014

 

აფხაზეთიდან დევნილთათვის მშვიდობას განსაკუთრებული ფასი აქვს, ამიტომაც ფონდი „სოხუმის“ აქტივისტები   ყოველთვის ეხმაურებიან მშვიდობის საერთაშორისო დღეს.

21 სექტემბერს,  სხვა მხარდაჭერის ცენტრებთან ერთად აქცია  გამართეს წყალტუბოსა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმაც.

„ერთობლივი ძალისხმევით - მშვიდობისათვის“ - ასეთი იყო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი სლოგანი.

წყალტუბოში და ფოთში მცხოვრებთა სამშვიდობო სიგნალიც შეუერთდა ამ დღეს  მშვიდობისმყოფელთა მძლავრ ხმას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 745 | დაამატა: admin | თარიღი: 21.09.2014

 

 

-მშვიდობა ოჯახებს, მშვიდობა ქვეყანას, მშვიდობა მსოფლიოს! - ამ მოწოდებით დაუჭირეს მხარი მშვიდობას ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტებმა.

შემოდგომის წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ისინი შეიკრიბნენ ახალგაზრდობის პარკთან და ჩაატარეს მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია. პარკის თაღთან მტრედებიც მოფრინდნენ, რაც სიმბოლური იყო...

მშვიდობის საერთაშორისო დღე 1982 წლიდან აღინიშნება.

აქციას გამვლელები შეუერთდნენ. ისინი ღვთისმშობლობას ულოცავდნენ აქციის მონაწილეებს და ამბობდნენ, რომ მშვიდობა საღვთო საქმეა და ყველა მშვიდობისმოსურნე ადამიანი წინ უნდა აღუდგეს  ომს, ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას.

აქციის ბოლოს მონაწილეებმა ფრანი გაუშვეს...

აქციის შესახებ რეპორტაჟი გავიდა ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 721 | დაამატა: admin | თარიღი: 21.09.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0