ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:22
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29

„ახალგაზრდების როლი მშვიდობისმყოფელობაში“, - ამ თემაზე ლიდერ გოგონათა სკოლის  წევრებმა  ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში,ზუგდიდსა და გალში 24 ვორკშოპი ჩაატარეს. მეორე ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაეხმარა მათ ვორკშოპის ფასილიტაციაში. ღონისძიებებს 16-დან  29 წლამდე 360 დევნილი ახალგაზრდა დაესწრო.  

ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტების შემუშავება, სოციალური ქსელებით ინტერნეტ-კავშირის დამყარება, ინფორმაციის გაცვლა, ნათესაური კავშირების გამოყენება, აფხაზი თანატოლების სტუმრად მოწვევა, ახალგაზრდული ბანაკების შექმნა, - ასეთია ბენეფიციართა კონკრეტული წინადადებები ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღსადგენად.

ვორკშოპებზე ახალგაზრდები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია მომავლის შეცვლა. მათ გაუჩნდათ სამშვიდობო საქმიანობაში, გაცვლით პროგრამებში ჩართვის სურვილი.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 815 | დაამატა: admin | თარიღი: 30.09.2014

სექტემბრისა და ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად ხალხმრავლობა იყო კოლექტიურ ცენტრებში.

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ფოთის, სენაკისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს ტრადიციული საინფორმაციო შეხვედრები.

შეხვედრებზე სხვადასხვა თემასთან ერთად (ოჯახში ძალადობა, განსახლება, ყოფითი პრობლემების ადვოკატირება) ისაუბრეს მშვიდობაზე, მის აუცილებლობაზე ნორმალური ცხოვრებისათვის. მშვიდობის თემა ძირითადად აირჩიეს იმიტომ, რომ 21 სექტემბერი, გაეროს გადაწყვეტილებით, არის მშვიდობის საერთაშორისო დღე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 814 | დაამატა: admin | თარიღი: 30.09.2014

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები ქუთაისში, უკრაინულ სამზარეულო „ხუტოროკში“ მომუშავე პერსონალს შეხვდნენ. ქართველი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ყოფით დაინტერესდნენ - თუ რა პრობლემები აქვთ, რამდენად ადაპტირებულად გრძნობენ თავს საქართველოში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართველ, რუს და უკრაინელ თანამშრომლებს (15 თანამშრომლიდან 12 ქალია) ერთნაირი  პრობლემები აერთიანებთ, თუმცა ეს ხელს არ უშლის მათ შორის ჰარმონიულ და მეგობრულ ურთიერთობებს.

-მამით უკრაინელი და დედით რუსი ვარ! მე აქ დავიბადე და გავიზარდე, ქართველებთან კარგი ურთიერთობები მაქვს, - აღნიშნა ლუბოვ პოპოვამ.

„ხუტოროკში“ აფხაზეთიდან დევნილი ორი ქალბატონიც მუშაობს - ისინი ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათი თქმით, უკვე დაწყებულია შენობის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ფართების დამტკიცებას ელოდებიან.

განსახლების თემაზე დასმულ შეკითხვებს ფონდი „სოხუმის“ იურისტმა უპასუხა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 854 | დაამატა: admin | თარიღი: 29.09.2014

 

28-29 სექტემბერს, სტამბულის მშვიდობისმყოფელ ქალთა შეხვედრაზე ფონდი „სოხუმისა“ და აფხაზური ორგანიზაცია AWA-ს აქტივისტებმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს.

ტრენინგების, მრგვალი მაგიდების, ვორკშოპების ციკლი, რომლებიც ქალების, გენდერის, მშვიდობისა და ადამიანური უსაფრთხოების თემას ეხებოდა, პროექტის მონაწილეების შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც უშუალოდ პროექტში ჩართული ქალებისა და გოგონებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც შეხება ჰქონდა საპროექტო ღონისძიებებთან.  ქალებმა არა მხოლოდ მიიღეს ინფორმაცია, არამედ ისწავლეს პრობლემების იდენტიფიცირება, შეძლეს რამდენიმე საკითხის ადვოკატირება.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დაინახეს ადამიანური უსაფრთხოების, კერძოდ - გენდერული უსაფრთხოების საკითხების სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანის მნიშვნელობა და სამოქალაქო ჯგუფებისა და სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურის, მედიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონსოლიდაციის მნიშვნელობა უსაფრთხოების  სექტორის რეფორმის უზრუნველსაყოფად. გამოითქვა გულწრფელი სურვილი პროექტის გაგრძელებისა, რათა მოხდეს იმ ჯგუფების გაძლიერება, რომელთა ადამიანური უსაფრთხოების საკითხებში სერიოზული გარღვევებია, განხორციელდეს თანამშრომლობა სტრუქტურებთან, რომელთაც ხელეწიფებათ არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის შეცვლა.

შეხვედრას დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც პოზიტიურად  შეაფასა ორივე ორგანიზაციის ძალისხმევა, უფრო აქტიური გახადოს მათი თემის ქალები და გოგონები საკუთარი უფლებების დასაცავად, სტაბილური მშვიდობის დასამკვიდრებლად.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 739 | დაამატა: admin | თარიღი: 29.09.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0