რადიო „თავისუფლების“ სიუჟეტი ფონდი „სოხუმის“ მიერ ინიცირებულ საზოგადოებრივ დისკუსიებს ეხმიანება და ქალთათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ქალთა ჯგუფების, თვითმმართველობის წარმომადგენლების, სპეციალისტების ინტერვიუებს გვთავაზობს. გადაცემაში საუბარია თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გზებზე პრობლემების გადაწყვეტისა და გენდერული მიდგომების დასანერგად.
ყურადღება იქნა გამახვილებული თვითმმართველობის მიერ ქალთა მხარდაჭერის კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. გამოყოფილი იქნა ჯგუფები, რომლებიც უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებენ ადგილობრივ დონეზე - მარტოხელა დედები, ახალგაზრდა ოჯახები. გაჟღერდა ფონდი „სოხუმისა“ და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა ადგილობრივ ბიუჯეტში დანერგვას დისკუსიის მონაწილეები მიესალმებიან.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|