სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 12 სექტემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, საბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით, თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნანა ალანია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მოადგილედ კი, საბჭოს წევრების თანხმობით, დაინიშნა საკრებულოს დეპუტატი კობა კილასონია. ეს გამოწვეულია ცვლილებებით საკრებულოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად.
ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ნანა ალანიამ აღნიშნა, რომ თავის წვლილს შეიტანს საბჭოს მუშაობაში და მთელი გუნდის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
სხდომაზე სხვა საკითხებიც განიხილეს (მომავალი ტრენინგი სამივე ქალაქის საბჭოს წევრებისთვის, დაგეგმილი პროექტები).
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|