ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:02
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 24

ქუთაისში ქსელურ შეხვედრაზე მობილიზატორებმა წარმოადგინეს ქალთა მხარდაჭერისა და კოლექტიურ ცენტრებში სექტემბრის თვეში ჩატარებული მუშაობის ანგარიში. ისაუბრეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ მშვიდობის საერთაშორისო დღის - 21 სექტემბრის  აღნიშვნის შესახებ.

პროექტის ასისტენტებმა მობილიზატორებს მიაწოდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის შესახებ გავრცელებული განცხადება: „ყველა დევნილმა  უნდა დაიკანონოს ის საცხოვრებელი ფართი, რომელშიც ამჟამად ცხოვრობს კანონიერად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მაშინ როცა სახელწიფოს ან კერძო საკუთრებაში არის ფართები,  არ იციან, რა ნაბიჯი გადადგან  და მუდმივად არიან გაურკვევლობის განცდაში. ეს გაურკვევლობის განცდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 672 | დაამატა: admin | თარიღი: 24.09.2014

ტელეკომპანია „25-ე არხი“ თავისი ინიციატივით გამოეხმაურა საკითხებს, რომლებიც ფონდი „სოხუმისა“ და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ბათუმში ინიცირებულ მრგვალ მაგიდაზე განიხილეს.  

ძირითადად დაისვა კითხვა - როგორ უკავშირდება საბავშვო ბაღების თემა გენდერულ საკითხებს, რა გამოწვევების წინაშე დგას ბათუმის სკოლამდელი საგანმანათლებლო  დაწესებულებები, როგორია გენდერული საბჭოს პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში.

როგორც გადაცემის სტუმარმა, მე-3 ბაღის გამგემ განმარტა, წელს 160 მსურველიდან მხოლოდ 15 ბავშვის მიღება მოხერხდა. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება არ აღინიშნოს თვითმმართველობის ძალისხმევა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგების, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მხარდაჭერის კუთხით.

გენდერული საბჭოს ინიციატივაა, თვითმმართველობის მხარდაჭერით მოხდეს კერძო ბაღების განვითარება, რათა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სკოლამდელი განათლება.

გადაცემას დიდი რეზონანსი მოჰყვა, განსაკუთრებით მშობელთა მხრიდან, რადგან შეეხო სკოლამდელი დაწესებულებებისთვის მნიშვნელოვან არაერთ თემას.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 740 | დაამატა: admin | თარიღი: 24.09.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0