კვირა, 24.11.2024, 01:34
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23

 

 

ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებულ კვლევაში -„ადგილობრივი ბიუჯეტის ანალიზი გენდერული ასპექტების გათვალისწინებით“ - გენდერული პრობლემატიკის ნიშნით რამდენიმე საკითხი გამოიყო. მათ შორის იყო სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. 

ფონდმა „სოხუმმა“ ამ საკითხებზე სასაუბროდ მრგვალ მაგიდასთან მოიწვია საბავშვო ბაღების მესვეურნი, მშობლები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, მედიცინის მუშაკები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის, „საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს“  წარმომადგენლები.

საკითხის აქტუალობა გამართულმა დისკუსიებმა დაადასტურა. გამოიკვეთა პოზიცია, რომ მიუხედავად თვითმმართველობის მონდომებისა, უახლოეს პერიოდში ყველა ბენეფიციარის დაკმაყოფილება შეუძლებელია, ამიტომ დაჩქარებულ რეჟიმში უნდა მოხდეს ალტერნატიული საშუალებების გამონახვა. ასევე - აღმზრდელთა ანაზღაურების გაზრდის, ახალგაზრდა ოჯახების მიმართ უფრო გულისხმიერი დამოკიდებულების,  ბაღების ფსიქოლოგებთან  მშობლების უფრო მჭიდრო თანამშრომლობის, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტობის, აღსაზრდელთა პროფილაქტიკური გასინჯვებისთვის  ადგილობრივი რესურსების გამოყოფის,  სპეც-მასწავლებლების საჭიროების საკითხი. 

მრგვალი მაგიდის თემა თითქმის ყველა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ გააშუქა.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 773 | დაამატა: admin | თარიღი: 23.09.2014

23 სექტემბერს ფონდმა „სოხუმმა“ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მედიასაშუალებებისათვის მორიგი პრეს-ბრიფინგი გამართა. გაჟღერდა ინფორმაცია გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის, ჩატარებული კვლევების შესახებ; ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მიერ ქალთა სოციალური დაცვის საკითხების ადვოკატირებისთვის ჩატარებულ საქმიანობაზე.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ყოველთვის გრძნობენ განსაკუთრებულ მხარდაჭერას მედიასაშუალებების  მხრიდან  და აფასებენ მათ მაღალ სოციალური პასუხისმგებლობას მოქალაქეების პრობლემების მიმართ სენსიტიური დამოკიდებულების გამო. ითქვა, რომ არაერთი საკითხი, რომელიც საბჭოს მიერ იყო ინიცირებული, მოხვდა ადგილობრივი მედიის დღის წესრიგში.

პრეს-ბრიფინგი, ფონდის მიერ იმავე დღეს ჩატარებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად, გაშუქდა ადგილობრივი მედიასაშუალებებით.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 677 | დაამატა: admin | თარიღი: 23.09.2014

 

თავისი მე-9 სხდომა ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ დაუთმო ჩატარებული კვლევის „ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის ანალიზი გენდერული ასპექტების გათვალისწინებით“ შედეგების განხილვას. დაიწყო მუშაობა წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტზე, რომელიც თვითმმართველობას წარედგინება, რათა ახალ  საბიუჯეტო პროგრამებსა და პროექტებში გათვალისწინებულ იქნეს გენდერული პარამეტრები.

სხდომას ქუთაისისა და ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რამაც შესაძლებელი გახადა გამოცდილების გაზიარების კუთხით ღირებული ინფორმაციების გაცვლა. შეხვედრის  მონაწილეებმა საინტერესოდ ჩათვალეს ფონდი „სოხუმის“ ინიციატივა, საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნისა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით.

სხდომის დღის წესრიგი აღმოჩნდა ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშიც, რომელიც პერიოდულად გამოხატავს ინტერესს გენდერული თემატიკის მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 787 | დაამატა: admin | თარიღი: 23.09.2014

ქუთაისის მედიის წარმომადგენლები ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. როგორც ყოველთვის, თითოეულ მათგანს სათქმელიც ბევრი ჰქონდა და ერთმანეთთან გასაზიარებელიც...

ჟურნალისტები აქტიურად არიან ჩართულნი ფონდის ყველა პროექტში. როგორც თავად ამბობენ, ამ მუშაობამ მათ გენდერული ხედვა ჩამოუყალიბა, ეს კი მათ ნაშრომებში ჩანს. 

საინფორმაციო შეხვედრა გენდერული დავალებით დასრულდა - ჟურნალისტებმა დაწერეს, რომელ თემებზე იმუშავებენ და რას გააკეთებენ მომავალ შეხვედრამდე.

შეხვედრის შესახებ სიუჟეტები გავიდა „რიონისა“ და „მეგა-ტვ“ ტელეარხებით.

 

https://www.facebook.com/video.php?v=778443752220232

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 777 | დაამატა: admin | თარიღი: 23.09.2014

 

 

Wiev

რა არის გენდერული ბიუჯეტი, რითი განსხვავდება ის ტრადიციული ბიუჯეტისაგან, რას იძლევა გენდერული ასპექტების გათვალისწინება ადგილობრივ პროგრამებსა და პროექტებში და რამდენად დამაჯერებელია გენდერის სპეციალისტების არგუმენტები ამ კუთხით - ტელეკომპანია „მე-4 არხმა“ საზოგადოებრივი თოქ-შოუ „დეტალების“ სტუდიაში ამ საკითხზე სასაუბროდ ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები მოიწვია.

გადაცემაში ნაჩვენები იყო სიუჟეტი, რომელიც ფონდი „სოხუმისა“ და საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ასახავდა და აჩვენებდა იმ განსხვავებულ გავლენებს, რასაც კონკრეტული პროგრამა და პროექტი ახდენს ქალებზე, კაცებზე, ან სხვა ჯგუფებზე. ხაზს უსვამდა საჭიროებას,  ახალი საბიუჯეტო პროგრამები ეყრდნობოდეს ანალიზს, რა სარგებელი მოიტანა წინა პროგრამამ და რამდენად სამართლიანად იყო განაწილებული არსებული რესურსები სხვადასხვა გენდერულ ჯგუფებზე.

საბჭოს წევრებმა  ისაუბრეს იმ რეზულტატებზე, რაც გაწეული მუშაობის შედეგად იქნა მიღწეული, აღნიშნეს, რომ ძალიან აფასებენ ადგილობრივი სტრუქტურების მზაობას, ითანამშრომლონ საბჭოსთან და ელოდებიან მათ კონკრეტულ მხარდაჭერას წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინების, განსაკუთრებით კი იმ  სოციალური პროექტების თანადაფინანსების კუთხით, რომელთა წარდგენა უახლოეს ხანებში იგეგმება.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 760 | დაამატა: admin | თარიღი: 23.09.2014

ბათუმში, ტელევიზია „მე-4 არხის“ ეთერში გავიდა ტელესიუჟეტი, რომელმაც ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ინიცირებულ საზოგადოებრივ დისკუსიას მიეძღვნა: სკოლამდელი განათლების სერვისი - როგორც თვითმმართველობის გენდერული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი; რა მდგომარეობაა ამ კუთხით ბათუმში; რა პრობლემების წინაშე დგას თვითმმართველობა, ბაღების პერსონალი, მშობლები; რა შეიძლება იყოს სახელმწიფო საბავშვო ბაღების არასაკმარისი რაოდენობის ალტერნატივა.

მწვავე დისკუსიების პარალელურად გაჟღერდა არაერთი წინადადება: საბავშვო ბაღების თანამშრომლებისათვის კვალიფიკაციის გაზრდის ხელშეწყობა და შრომის ანაზღაურების გაზრდის საკითხი; აღსაზრდელთა პროფილაქტიკური გასინჯვების აუცილებლობა, როგორც ბევრი საშიში დაავადების პრევენციის გარანტია; ფსიქოლოგებისა და სპეცმასწავლებლების შტატების აუცილებლობისა და მშობელთა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სოციალური თანამშრომლობის სისტემის დანერგვა.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 653 | დაამატა: admin | თარიღი: 23.09.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 50
სტუმარი: 50
მომხმარებელი: 0