კვირა, 24.11.2024, 01:37
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 04

4 სექტემბერს ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო-იურიდიული შეხვედრა, რომელსაც  სხვადასხვა ასაკის ქალბატონები ესწრებოდნენ. 

შეხვედრის თემა, მონაწილეთა თხოვნით, იყო ქონებრივი (ქალისა და მამაკაცის) უფლებები.

გარდა აღნიშნულისა, გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:  ჩუქების ხელშეკრულება და მისი თანმდევი პროცესები, რეგისტრაცია, სასამართლო ურთიერთობები, ალიმენტი...

მონაწილეთა თქმით, ასეთი შეხვედრებისას მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ  საჭირო ინფორმაციები, რასაც შემდგომ, საკუთარი პრობლემების მოგვარებისას გამოიყენებენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 805 | დაამატა: admin | თარიღი: 04.09.2014

ახალგაზრდული დებატ-კლუბების წევრები ქვეყნის გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს თვალს ადევნებენ.  ამჯერად ისინი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტით დაინტერესდნენ.

ხონში გამართულ დებატებზე ახალგაზრდებმა დააფიქსირეს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მეზობელი ქვეყნის კონფლიქტები მასზე ყოველთვის მოახდენს გავლენას. მათი აზრით, არ შეიძლება ყველაფერს შორიდან ვადევნოთ თვალი, არ უნდა დაველოდოთ, ხელისუფლება რა დადგენილებას მიიღებს, ახალგაზრდობამ უფრო აქტიურად  უნდა  დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

გადაწყდა, დისკუსია პრაქტიკული  ღონისძიებით გააგრძელონ. ხონის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ჩატარდება „ველორბოლა - მშვიდობის მარათონი“. ამ აქციით ახალგაზრდები მხარს უჭერენ მშვიდობას მთელს მსოფლიოში.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 679 | დაამატა: admin | თარიღი: 04.09.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 58
სტუმარი: 58
მომხმარებელი: 0