„გენდერული პოლიტიკის შემუშავება და ბიუჯეტის გენდერული ანალიზი“, - ასეთი იყო თემა ტრენინგისა, რომელიც ქუთაისის, სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წევრებისთვის ჩაატარა ფონდმა „სოხუმმა“ 19-20 სექტემბერს.
ტრენინგზე იყო ბევრი ინფორმაცია, გამოცდილების გაზიარება, საინტერესო დისკუსიები. მონაწილეები ორიენტირებული იყვნენ, რათა მაქსიმალური შედეგი მიეღოთ.
„გენდერული თანასწორობის მიმართულებით ადგილობრივმა სამთავრობო სტრუქტურებმა მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ პოზიცია და მიიღონ კონკრეტული ზომები მისი მიღწევისთვის“, - აღინიშნა ტრენინგზე.
პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა ტრენინგის მონაწილეებისთვის კიდევ უფრო ნათელი გახადა ჩასატარებელი სამუშაოების აუცილებლობა. მათ გაწერეს რეგიონებში გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი და შეიმუშავეს კონკრეტული წინადადებები ადგილობრივ ბიუჯეტებში გენდერული პრიორიტეტების ჩართვის კუთხით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|