Wiev
|
რა არის გენდერული ბიუჯეტი, რითი განსხვავდება ის ტრადიციული ბიუჯეტისაგან, რას იძლევა გენდერული ასპექტების გათვალისწინება ადგილობრივ პროგრამებსა და პროექტებში და რამდენად დამაჯერებელია გენდერის სპეციალისტების არგუმენტები ამ კუთხით - ტელეკომპანია „მე-4 არხმა“ საზოგადოებრივი თოქ-შოუ „დეტალების“ სტუდიაში ამ საკითხზე სასაუბროდ ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები მოიწვია.
გადაცემაში ნაჩვენები იყო სიუჟეტი, რომელიც ფონდი „სოხუმისა“ და საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ასახავდა და აჩვენებდა იმ განსხვავებულ გავლენებს, რასაც კონკრეტული პროგრამა და პროექტი ახდენს ქალებზე, კაცებზე, ან სხვა ჯგუფებზე. ხაზს უსვამდა საჭიროებას, ახალი საბიუჯეტო პროგრამები ეყრდნობოდეს ანალიზს, რა სარგებელი მოიტანა წინა პროგრამამ და რამდენად სამართლიანად იყო განაწილებული არსებული რესურსები სხვადასხვა გენდერულ ჯგუფებზე.
საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ რეზულტატებზე, რაც გაწეული მუშაობის შედეგად იქნა მიღწეული, აღნიშნეს, რომ ძალიან აფასებენ ადგილობრივი სტრუქტურების მზაობას, ითანამშრომლონ საბჭოსთან და ელოდებიან მათ კონკრეტულ მხარდაჭერას წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინების, განსაკუთრებით კი იმ სოციალური პროექტების თანადაფინანსების კუთხით, რომელთა წარდგენა უახლოეს ხანებში იგეგმება.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|