თავისი მე-9 სხდომა ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ დაუთმო ჩატარებული კვლევის „ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის ანალიზი გენდერული ასპექტების გათვალისწინებით“ შედეგების განხილვას. დაიწყო მუშაობა წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტზე, რომელიც თვითმმართველობას წარედგინება, რათა ახალ საბიუჯეტო პროგრამებსა და პროექტებში გათვალისწინებულ იქნეს გენდერული პარამეტრები.
სხდომას ქუთაისისა და ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რამაც შესაძლებელი გახადა გამოცდილების გაზიარების კუთხით ღირებული ინფორმაციების გაცვლა. შეხვედრის მონაწილეებმა საინტერესოდ ჩათვალეს ფონდი „სოხუმის“ ინიციატივა, საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნისა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით.
სხდომის დღის წესრიგი აღმოჩნდა ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშიც, რომელიც პერიოდულად გამოხატავს ინტერესს გენდერული თემატიკის მიმართ.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით