მიუხედავად იმის, რომ აგვისტო დასვენებისა და შვებულებების თვეა, ფონდი „სოხუმის“ახალგაზრდული ფრთის წევრებმა სასიამოვნო დასვენება სასარგებლო საქმიანობასთან შეათავსა. ზაფხული ნაცნობების და თანამოაზრეების შეძენის საუკეთესო საშუალებაა, რაც ლიდერებმა ახალგაზრდული ქსელის მუშაობისთვის გამოიყენეს.
გაჩნდა მრავალი ინიციატივა. ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი, გახდნენ ქსელის აქტიური წევრები. კონტაქტები გრძელდება ონლაინ რეჟიმში, რაც აისახება ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ ფეისბუქ-გვერდზე.
ჩანაწერებიდან:
აღმოსავლეთ საქართველოში ბევრი ახლგაზრდული ქსელია შექმნილი, რომლების სხვადასხვა სფეროს ემსახურებიან. წელს გავიგე ფონდი „სოხუმის“ შესახებ და აღფრთოვანებული დავრჩი მისი საქმინობით. ფონდი ააქტიურებს ახალგაზრდებს, მატებს მათ სტიმულს და ასწავლის მოხალისეობის არსს. მთავარი კი ისაა, რომ ქსელის თითოეულ წევრს აქვს რეალიზების საშუალება. - რეზი
მე ქუთაისიდან ვარ, ვწუხვარ, რომ აქამდე არაფერი მსმენია ფონდის შესახებ და პირობას ვდებ, რომ დღეიდან თქვენი აქტიური წევრი გავხდები. - თამუნა
ეკოკლუბისაქტიური წევრი ვარ. გამიხარდება, თუკი ვითანამშრომლებთ სხვადასხვა პროექტში. - ნანიკო
ადრე ვყოფილვარ ფონდის ღონისძიებებზე და ბევრი რამე მსმენია ამ ორგანიზაციის შესახებ. - თიკო
დიდი სურვილი მაქვს, გავხდე ლიდერთა სკოლის წევრი, მაგრამ ცუდია, რომ ბიჭებისთვის არ არის გათვალისწინებული. - გიორგი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
გენდერულ საკითხებზე ხშირად საუბრობენ ახალგაზრდები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
აგვისტოს შეხვედრების თემად შერჩეულ იქნა „საქართველოში გენდერული საზოგადოების შექმნა და განვითარება“.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების ნაწილს საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვს მიღებული სხვადასხვა აქტივობის შედეგად, ზოგიერთი მათგანი მაინც სტერეოტიპულად უყურებს ზოგიერთ საკითხს. მაგალითად, ერთ-ერთმა ვაჟმა განაცხადა: „არ მინდა, ჩემი მეუღლე მუშაობდეს, მაგრამ თუ ძალიან მოუნდება, აუცილებლად უნდა გადავხედო კოლექტივს, სადაც ის იმუშავებს.“
რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას შეხვედრაზევე გამოუჩნდა ოპონენტები, მაგრამ ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება... ფაქტი კი ის არის, რომ ახალგაზრდებთან კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მამაკაცებს რომ მოეწონოთ - არის საამისო წესები, რომელთა გამოყენებაც ყველა ქალს შეუძლია:
გაიგეთ მისი საჭიროებები.
პატივი ეცით მის ღირებულებებს.
უთხარით კომპლიმენტები.
ჩაიცვით მისი გემოვნების შესამაბისად.
აგრძნობინეთ მხარდაჭერა.
არ გადატვირთოთ ემოციებით.
სწორად შეარჩიეთ სიტყვები.
იყავით გულწრფელები.
იყავით რეალიზებულები.
ყველაფერში დაიცავით ზომიერება.
და ყველაზე მთავარი, ენდეთ! ამის გარეშე პრობლემები გექნებათ ურთიერთობაში.
ეს წესები მოეწონათ ქალებს, რომლებიც მოვიდნენ შეხვედრებზენბფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში. ამას გარდა, საუბარი შეეხო ქალებისთვის საინტერესო თემებს.
აგვისტოში ქუთაისში ჩატარდა 6 ჯგუფური და ერთი ინდივიდუალური შეხვედრა ფსიქოლოგთან.
პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer
ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური წევრი - ექიმი - ლოგოპედი თამარ დუმბაძე დაწინაურდა - ის ოზურგეთის მერიის სოციალურ განყოფილებას უხელმძღვანელებს - ამ სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
კლუბის წევრები აღნიშნავენ, რომ ოზურგეთში ბევრი სოციალური საკითხია შესასწავლი და მოსაგვარებელი, რაშიც მათ თანაგუნდელი - თამარ დუმბაძის მხარდაჭერის იმედი აქვთ.
ოზურგეთელი ქალბატონები სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ - მონაწილეობას მიიღებენ 5 სექტემბერს პერევში გამართულ ნაციონალური კერძების ფესტივალზე.
ფორუმ-თეატრმა მორიგი წარმოდგენა ქუთაისის პარკში ჩაატარა. მაყურებელს წარმოადგენდნენ ახალგაზრდები, მათ შორის უკრაინელი ბიჭი, რომელიც მთელ წარმოდგენას დაესწრო. მაყურებელთა ძირითადი ნაწილი - ვაჟებიც და გოგონებიც - აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში. გოგონები, მეტწილად, ბრალს დებდნენ მამაკაცებს, ვაჟების აზრით კი ძალადობის მიზეზი ხშირად არის ქალი, რომელიც კონფლიქტის პროვოცირებას არ ერიდება და ზოგჯერ, როგორც იტყვიან, „ცეცხლზე ნავთს ასხამს“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
BrotfürdieWelt – Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
26 აგვისტოს ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ახალი შემადგენლობით გაიმართა. მას ახლადარჩეული საკრებულოს ხუთი წევრი დაემატა.
სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ირმა პეტრიაშვილი, ხოლო მოადგილედ - საკრებულის წევრი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ნადირაძე.
გსს-ს წევრები შეთანხმდნენ, მორიგ სხდომაზე განიხილონ წინადადებებისა და რეკომენდაციების საბოლოო ვერსია, რომელიც შემუშავდა საჭიროებათა კვლევის საფუძველზე. ის გადაეცემა საკრებულოს ადგილობრივ ბიუჯეტში გენდერული საჭიროებების გასათვალისწინებლად. საუბარი იყო იმაზეც, რომ საბჭომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, დაიცვას მის მიერ მიწოდებული რეკომენდაციები.
26 აგვისტოს ჩატარდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა. თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს გააცნო საკრებულოს წევრთა ახალი შემადგენლობა, რომელიც საბჭოს მუშაობაში ჩაერთვება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში 5 ქალბატონია და ყველამ გამოხატა მზაობა, აქტიურად ჩაებას საბჭოს საქმიანობაში.
არჩევნების შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ორ თვითმართველ ერთეულად გაიყო. აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით, დაფიქსირდა მოსაზრება, რომ აუცილებელია ორივე საკრებულო - როგორც მუნიციპალიტეტის ასევე ქალაქის - ჩართული იყოს საბჭოს მუშაობაში. სხდომაზე ასევე მოხდა საბჭოს მიერ ინიცირებული პროქტის ფარგლებში ჩატარებული ვორკ-შოპების შედეგების შეჯამება და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა.