აგვისტოში ჩატარდა 6 შეხვედრა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებთან - ესწრებოდა 51 მოქალაქე.
საუბარი შეეხო ადამიანის უფლებებს, ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებსა და ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დეკლარაციას. იურისტმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების წარმოშობას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიბლია, ყურანი, ჰამურაბის კანონები - აი უძველესი წყაროები, რომლებშიც პირველად აისახა ადამიანის უფლებები და პასუხისმგებლობის საკითხები.
მონაწილეებმა გაიგეს იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს: საერთაშორისო ამნისტია, ჰელსინკის საზოგადოება, კულტურულ ფასეულობათა გადარჩენის საზოგადოება, იურისტთა საერთაშორისო კომისიები და სხვა. ადამიანის უფლებები შეიძლება სხვადასხვანაირად იქნეს კლასიფიცირებული: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები; სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|