20 აგვისტოს წყალტუბოში საინტერესო ახალგაზრდული დებატები გაიმართა თემაზე „ახდენს თუ არა ნეგატიურ გავლენას ევროპიზაცია ჩვენს ეროვნულ ღირებულებებზე“. ახალგაზრდებმა დააფიქსირეს აზრი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა უცხოური თუ ადგილობრივი ფესტივალებისა თუ კონცერტის შესახებ.
ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საინტერესო ღონისძიება მოიზიდავს ტურისტებს საქართველოში, რაც წაადგება ქვეყანას.
ნაწილიკი აცხადებს: - სხვადასხვა როკ-კონცერტი, ლუდის ფესტივალები და ე.წ. კაზანტიპის ფესტივალი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს საზოგადოებაზე, რადგან რყვნის და თავისუფლების არასწორ აღქმას ასწავლის ახალგაზრდობას.
ახალგაზრდები აცხადებენ, რომ მსგავსი დებატები მათ აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალებას აძლევს და სხვების მოსმენის კულტურასაც ასწავლის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|