ოთხშაბათი, 24.04.2024, 03:25
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აგვისტო » 22

- ოჯახური კონფლიქტების მართვა რომ შევძლოთ. კარგად უნდა გვესმოდეს, რა არის კონფლიქტი, რა იწვევს, ვინ მონაწილეობს, როგორ ვითარდება - ამ მოსაზრებამდე ახალგაზრდები დისკუსიის შემდეგ მივიდნენ.  

მათი აზრით, კონფლიქტების მართვა საწყის ეტაპზე უფრო ადვილია. რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება მასში, მით უფრო რთულდება მისი მოგვარება.

გოგონებმა კონკრეტული, რეალური მაგალითებით განიხილეს კონფლიქტების მიმდინარეობა და იმსჯელეს გამოსავალზე. აღნიშნეს, რომ ამ საკითხებზე ინფორმირება კონფლიქტების  ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს.

ვორკშოპები ჩატარდა ხონში, სენაკში, ფოთში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 706 | დაამატა: admin | თარიღი: 22.08.2014

22 აგვისტოს სენაკში მორიგი ახალგაზრდული დებატები გაიმართა თემაზე  „ევროპიზაცია და ქართული ტრადიციები“. ახალგაზრდებმა აღნიშნეს:

  • ჩვენს ქვეყანაში უკვე მივეჩვიეთ აქციებს, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აპროტესტებს ევროპიდან შემოდინებულ სიახლეებს. ეს სულაც არ არის მიუღებელი. უმჯობესია, ხალხმა გადაწყვიტოს და აკეთოს რაც უნდა, თუკი ეს მორალს არ ეწინააღმდეგება.
  • საქართველო მუდამ იღებდა სიახლეებს მსოფლიოსგან, ფილტრავდა და იტოვებდა საუკეთესოს. ახლაც სწორედ ასე ვართ. სხვადასხვა ფესტივალიდან დარჩება მხოლოდ საუკეთესო და მისაღები ყველასთვის.
  • მიხარია, როცა ჩემს ქვეყანაში ამდენ ტურისტს ვხედავ, თავი მეც ევროპელი მგონია.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის“

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 753 | დაამატა: admin | თარიღი: 22.08.2014

ტელეკომპანია „ეგრისი“ ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორია, ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ბოლო პერიოდში, როცა ტელეჟურნალისტებმა აქტიურად დაიწყეს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს  საქმიანობის გაშუქება.

სწორედ ამიტომ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან ტრადიციული საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად ტელევიზიაში მოაწყო და მთელ კოლექტივს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.

ტელეკომპანია 1995 წლიდან არსებობს, ფართოვდება, ვითარდება. როგორც ტელეკომპანიის მენეჯერმა ლალი ლომაიამ აღნიშნა, ემზადებიან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის „ეგრისის“ ტექნიკურ შესაძლებლობას. რაც შეეხება თანამშრომლობას ფონდ „სოხუმთან“, აქტიურად გაგრძელდება მომავალშიც - ჟურნალისტები თაკო არზიანი და ნანა ჯიბლაძე სურვილს გამოთქვამენ, უფრო მეტი გაიგონ გენდერულ საკითხებზე, რათა უკეთ გააშუქონ ეს თემა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 737 | დაამატა: admin | თარიღი: 22.08.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0